საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჟურნალი „სტუდენტური საისტორიო ძიებანი“ აცხადებს სტატიების მიღებას

ჟურნალი „სტუდენტური საისტორიო ძიებანი“ აცხადებს სტატიების მიღებას IV ნომრისთვის. გამოსაქვეყნებლად სტატიების გამოგზავნა შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს.

 

გამოგზავნილი სამეცნიერო სტატია, შესაძლოა, ეხებოდეს საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიისა და კულტურის კვლევების საკითხებს. ასევე, ჟურნალში დასაბეჭდად მიიღება აკადემიური თარგმანები.

 

სტატიები ორმაგი ანონიმური რეცენზირების გზით შეირჩევა. ავტორებს შესაძლებლობა ექნებათ გამოასწორონ რეცენზენტის შენიშვნები და სტატიის განახლებული ვერსია წარმოადგინონ დასაბეჭდად.

 

ავტორებს სტატიის გამოგზავნა შეეძლებათ 2025 წლის 15 ივნისამდე ჟურნალის ელექტრონულ ფოსტაზე: shr@tsu.ge

ჟურნალის წინა ნომრებში დაბეჭდილი სტატიების ნახვა შეგიძლიათ ოფიციალურ საიტზე: shr.tsu.ge

ნაშრომის გაფორმების წესებთან დაკავშირებით ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

თარიღი: 13/05/2025